ფეხბურთი | თომას მიულერი გერმანიის ნაკრებზე - ნებისმიერთან წაგება შეგვიძლია #1TVSPORT
MLS-ის კლუბის, „ვანკუვერის“ ნახევარმცველმა, თომას მიულერმა შეაფასა გერმანიის ნაკრების შანსები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე.
„ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მუსიალა, ვირტცი, ვოლტემადე – ყველას ვერ ჩამოვთვლი – სუპერნიჭით გამოირჩევიან, მათ შეუძლიათ იყვნენ და უკვე არიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი მზად არიან ტიტული მოსაპოვებლად.
ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერის დამარცხება, მაგრამ ასევე შეგვიძლია ნებისმიერთან წაგება. ამ მომენტისთვის ასეთი შეგრძნება მაქვს. როგორც საფეხბურთო ქვეყანა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ სტაბილურობას დავიბრუნებთ და გამოჩნდებიან არა მხოლოდ პოტენციალის მქონე ფეხბურთელები, არამედ მართლაც მნიშვნელოვანი ფიგურები ტოპკლუბებში, როგორებიც არიან იოზუა კიმიხი ან ანტონიო რიუდიგერი“, – მოჰყავს მიულერის სიტყვები Sky Sport-ს.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.