ფეხბურთი | ტიაგო გომესმა „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT

16:30, 18.01.2026

წყალტუბოს „სამგურალის“ ბრაზილიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ტიაგო გომესმა თანამდებობა დატოვა.

კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამწვრთნელო ცვლილება დაგეგმილი არ იყო, გუნდი მოსამზადებელ ეტაპს ბრაზილიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გადიოდა და მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასაც აპირებდნენ, მაგრამ ტიაგო გომესს ლიცენზირებასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა.

ბრაზილიელ მწვრთნელს სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CONMEBOL) მიერ გაცემული პროლიცენზია აქვს, საქართველოში მუშაობისთვის კი უეფა-ს შესაბამისი ლიცენზიაა სავალდებულო.

კონსულტაციები მიმდინარეობდა კლუბს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და უეფა-ს შორის, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ლიცენზიების შეუთავსებლობის გამო ტიაგო გომესი „სამგურალში“ მუშაობას ვერ გააგრძელებდა.

მსგავსი