ფეხბურთი | The Athletic-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ მოთამაშეთა ნაწილი ხაბი ალონსოს მუშაობით უკმაყოფილოა #1TVSPORT
ფეხბურთი | The Athletic-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ მოთამაშეთა ნაწილი ხაბი ალონსოს მუშაობით უკმაყოფილოა #1TVSPORT

მადრიდის „რეალში“ მთავარი მწვრთნელის, ხაბი ალონსოს შესახებ აზრები გაყოფილია – ფეხბურთელთა ნაწილი სკეპტიკურად უყურებს მის სათამაშო პრინციპებსა და მიდგომებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შექმნილ სიტუაციაში მწვრთნელს ბრალი არ მიუძღვის, – ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ოქტომბერში ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ალონსოს მუშაობის სტილს უარყოფითად აღიქვამდა. მოგვიანებით დაიწერა, რომ ურთიერთობა მწვრთნელსა და გუნდს შორის ეტაპობრივად უმჯობესდებოდა, მაგრამ ამჟამად ვითარება „რეალის“ შიდა სამზარეულში არეულია.

30 ნოემბერს „რეალმა“ ლა ლიგის მე-14 ტურში „ჟირონასთან“ ფრედ ითამაშა. მადრიდული კლუბი ამ ეტაპზე 33 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს, პირველ ადგილზე კი „ბარსელონამ“ გადაინაცვლა.

გაგახსენებთ, რომ ალონსო „რეალს“ მიმდინარე წლის ივნისში ჩაუდგა სათავეში. მისი კონტრაქტი 2028 წლამდეა ძალაში.