ფეხბურთი | The Athletic - ალისონ ბეკერი „ლივერპულთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
ალისონ ბეკერს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, მაგრამ ბრაზილიელი მეკარე კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს.
„ალისონმა სექტემბერში ჩემპიონთა ლიგაზე ბარძაყის კუნთი დაიზიანა და შემდეგ ავადმყოფობის გამო „ეინდჰოვენთან“ შეხვედრაც გამოტოვა.
ალისონის კონტრაქტი 2026 წელს იწურება და მისი მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია უკვე გავრცელდა. „ლივერპული“, სავარაუდოდ, ერთწლიან ოფციას გამოიყენებს, რათა ხელშეკრულება 2027 წლამდე გაახანგრძლივოს. ამის შესახებ ბრაზილიელმა მეკარემ ისაუბრა.
„ჩემი კონტრაქტი 2026 წელს სრულდება, მაგრამ, სავარაუდოდ, კლუბი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოფციონის მუხლს გამოიყენებს, რაც კიდევ ერთი წლით „ლივერპულში“ დარჩენას გულისხმობს“, – განაცხადა ალისონმა.
ალისონის წასვლის შემდეგ კი, კლუბის ხელმძღვანელობის გეგმით, ძირითადი მეკარე ხანგრძლივი დროით გიორგი მამარდაშვილი გახდება, რომელმაც ტრავმირებული ალისონი შესანიშნავად შეცვალა და „ასტონ ვილასა“ და „რეალის“ წინააღმდეგ კარის „მშრალად“ შენარჩუნება მოახერხა“, – წერს The Athletic-ი.