ფეხბურთი | ტერ შტეგენმა ისევ ტრავმა მიიღო და შეიძლება, მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს #1TVSPORT
„ჟირონას“ გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა სერიოზული ტრავმა მიიღო ლა ლიგის 22-ე ტურის მატჩში „ოვიედოს“ წინააღმდეგ და შეიძლება, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა გერმანელმა ჟურნალისტმა, ფლორიან პლეტენბერგმა.
„რამდენადაც ცნობილია, საბოლოო გამოკვლევა ერთ დღეში გაიმართება. ელოდებიან, რომ აღდგენის პერიოდი დიდ დროს დაიკავებს. მისი მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მალე გაიმართება მოლაპარაკებები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის „ბარსელონასთან““, – ამტკიცებს პლეტენბერგი.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის მეკარე „ჟირონამ“ ორი კვირის წინ იჯარით სეზონის ბოლომდე „ბარსელონადან“ აიყვანა.