ფეხბურთი | თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ უშუალო კონკურენტი დაამარცხა #1TVSPORT
ფეხბურთი | თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ უშუალო კონკურენტი დაამარცხა #1TVSPORT

„ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა კვიპროსის ჩემპიონატში უშუალო კონკურენტთან, „ეთნიკოსთან“ მოგებაზე (1:0).

ამ მატჩამდე გუნდებს თანაბარი ქულები ჰქონდათ. ახლა ფამაგუსტელებს 17 ქულა აქვთ და მე-11 ადგილზე არიან. აღსანიშნავია, რომ „ანორთოსისმა“ 23 ნოემბრის შემდეგ პირველად მოიგო, ხოლო 2025-2026 წლების სეზონში საკუთარ მოედანზე პირველი გაიმარჯვა იზეიმა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო – დიდი ხნის შემდეგ მოვიგეთ, თანაც საკუთარ მოედანზე, რაც სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას გვმატებს. ეს სამი ქულა მნიშვნელოვანია.

წინ რთული გზაა, მაგრამ „ანორთოსისი“ დიდი ისტორიის გუნდია და ვალდებულები ვართ, წარმატებას მივაღწიოთ. კრიზისი აუცილებლად დასრულდება და უკეთესი დღეები დაგვიდგება.

სამწუხაროდ, გასულ წლებში კლუბის ზოგიერთმა ხელმძღვანელმა დანაშაული ჩაიდინა და „ანორთოსისი“ ასეთ რთულ ვითარებაში ჩააგდო, კრიზისზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. ჩვენ ახლა მხოლოდ ბრძოლა შეგვიძლია, თავდაუზოგავად უნდა ვიმუშაოთ, რათა სიტუაცია სწრაფად გამოვასწოროთ“, – ამბობს თემურ ქეცბაია.