ფეხბურთი | თემურ ქეცბაია - „ანორთოსისმა“ ლიგაში ადგილი უნდა შეინარჩუნოს #1TVSPORT
ფეხბურთი | თემურ ქეცბაია - „ანორთოსისმა“ ლიგაში ადგილი უნდა შეინარჩუნოს #1TVSPORT

„ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გუნდის გულშემატკივრებს მოუწოდებს, რეალობა გაითვალისწინონ და შეეგუონ, რომ შექმნილი ფინანსური კრიზისის ვითარებაში რეალური შედეგი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაა.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ანორთოსისი“ აეკ-თან სტუმრად 0:4 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში ბოლოდან მესამე პოზიციაზეა.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ასეთი წაგების შემდეგ არ ვიცი, რაზე ვილაპარაკო. ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. რთულ მდგომარეობაში ვართ, ჩვენი მთავარი მიზანი სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ცუდი გუნდი არ გვყავს, ვცდილობთ და ვიბრძვით მიზნის მისაღწევად, თუმცა ჯერჯერობით ახლანდელ შემადგენლობას რთულ ვითარებასთან გამკლავება უჭირს.

გვინდა, იანვარში ისეთი მოთამაშეები დავიმატოთ, რომლებიც გუნდს გააძლიერებენ და მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.