ფეხბურთი | „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, შესაძლოა, ხოსეპ გუარდიოლამ სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტი“ დატოვოს #1TVSPORT
შესაძლოა, ხოსეპ გუარდიოლამ მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვოს, – ინფორმაციას გამოცემა „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
ესპანელ სპეციალისტს „მანჩესტერ სიტისთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა არის ალბათობა, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვას არ დაელოდოს.
გამოცემის ცნობით, გუარდიოლას შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება – „კომოს“ მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგასი, მადრიდის „რეალიდან“ ახლახან წასული ჩაბი ალონსო და ენცო მარესკა, რომელმაც „ჩელსის“ მწვრთნელის პოსტი იანვრის დასაწყისში დატოვა.
გუარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2016 წლიდან უძღვება და ინგლისური გუნდი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ძალად აქცია. მასთან ერთად „სიტიმ“ ექვსჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ხოლო 2023 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.