ფეხბურთი | თბილისის „იბერიამ“ ვახტანგ ბედოშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT

22:10, 16.02.2026

„იბერიამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვახტანგ ბედოშვილი გუნდის ღირსებას დაიცავს. ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონს ერთწლიანი იჯარის საფუძველზე „პარი ნიჟნი ნოვგოროდიდან“ შეუერთდა, სადაც 2025 წლის ზაფხულიდან ირიცხებოდა.

22 წლის ქართველი ფეხბურთელი მარჯვენა ფლანგის შემტევად თამაშობს. კარიერა მშობლიური რუსთავის გუნდში დაიწყო, საიდანაც ლიგა 3-ის „ირაოში“ გადავიდა (რომელიც 2024 წელს „ორბად“ გადაკეთდა) და საგარეჯოს „გარეჯის“ ყურადღება მიიპყრო, რომელიც ეროვნულ ლიგაში გადავიდა.

ბედოშვილმა უმაღლეს ლიგაში ბრწყინვალედ ითამაშა, სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს, რომლის შემადგენლობაშიც 2025 წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

მსგავსი