ფეხბურთი | თბილისის „იბერიამ“ ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT
ვახო ბედოშვილი საქართველოში დაბრუნდა და თბილისის „იბერიაში“ ითამაშებს – Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კლუბმა პირველ არხთან დაადასტურა.
22 წლის ბედოშვილი საგარეჯოს „გარეჯში“ თამაშობდა, მაგრამ სლოვაკეთში გამართული 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოულოდნელად რუსეთში წავიდა და კარიერის გაგრძელება „ნიჟნი ნოვგოროდში“ გადაწყვიტა.
ბედოშვილი საქართველოს ჩემპიონ გუნდში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, იგი „იბერიას“ თურქულ შეკრებაზე უკვე შეუერთდა.
„იბერიამ“ ახალი სეზონისთვის რამდენიმე საინტერესო მოთამაშე დაიმატა – პაატა ღუდუშაური, ანდრია ბართიშვილი, ზვიად ნაჭყებია, აკაკი გიუნაშვილი, ლუქსემბურგის ნაკრების მცველი ვაჰიდ სელიმოვიჩი და 22 წლის ბრაზილიელი გარემარბი ლუკას კაფე.