„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა“ და „იბერია 1999“-ის ორგანიზებით, 13-16 დეკემბერს თბილისში საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ნიუ ვიჟენ ქაფი“ გაიმართება.
ტურნირში, რომელიც 2008 წელს დაბადებულთა შორის გაიმართება, თურქული „ბაშაქშეჰირის“, უკრაინული „ჩერკასის“, ლატვიური რფს-ის, აზერბაიჯანული „საბაჰის“, თბილისის „იბერიისა“ და „ინტერის აკადემია საქართველოს“ ჭაბუკთა გუნდები ითამაშებენ.
ჯგუფური ეტაპის მატჩები „,ბენდელას“ სტადიონზე და „ინტერის“ აკადემიის ბაზაზე ჩატარდება, მხარდამჭერი კი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდია.