ფეხბურთი | ტაბატაძის „კადისმა“ 2025 წელი მოგებით დაასრულა #1TVSPORT
იური ტაბატაძის „კადისმა“ ერთ-ერთი კონკურენტი „კასტელონი“ 2:0 დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
ლა ლიგა 2-ის მე-19 ტურის შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მეტოქე დავდა კამარას დუბლით დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მოედანზე 53-ე წუთზე შევიდა.
ამავე ტურში ლუკა გაგნიძის „გრანადამ“ შინ „ალბასეტეს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა. ქართველ ნახევარმცველს არ უთამაშია.
19 ტურის შემდეგ „კადისი“ ლა ლიგის პლეი ოფის ზონაში მე-6 ადგილზეა, ხოლო „გრანადა“ მე-19 პოზიციაზეა. ესპანეთის ლა ლიგა 2-ის გათამაშება 2026 წლის 2 იანვარს განახლდება.
პორტუგალიის ჩემპიონატში ნოდარ ლომინაძის „ეშტორილმა“ ახალ წლამდე ბოლოსწინა მატჩი შინ „ბრაგასთან“ ჩაატარა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 71-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. „ეშტორილს“ 17 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.