ფეხბურთი | „სპაერმა“ შეკრებაზე ზედიზედ ორი ტესტმატჩი მოიგო - „დინამო თბილისმა“ „ჟეტისუსთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ფეხბურთი | „სპაერმა“ შეკრებაზე ზედიზედ ორი ტესტმატჩი მოიგო - „დინამო თბილისმა“ „ჟეტისუსთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე „სპაერმა“ ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და ორივე მოიგო – ანზორ კიღურაძის გუნდმა უზბეკურ გუნდებს სძლია.

სპაერი“ ჯერ ტაშკენტის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. გოლები პირტახიამ, ქაჩიბაიამ და გიორგი ცეცხლაძემ გაიტანეს. შემდეგ კი ეროვნული ლიგის დებიუტანტმა ტაშკენტის „ფახთაქორს“ 4:3 სძლია.

„დინამო თბილისმა“ კი თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩიც ვერ მოიგო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ლადო კაკაშვილმა ყაზახურ „ჟეტისუს“ ექსპერიმენტული შემადგენლობა დაუპირისპირა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა – მატჩი 1:1 დაასრულა.

„რუსთავი“ სლოვაკეთის მეორე ლიგის ლიდერს, ბანსკა-ბისტრიცას „დუკლას“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა. რუსთაველებიდან ერთადერთი გოლი იაპონელი ლეგიონერის, იუტა ნაკანოს ანგარიშზეა.