ფეხბურთი | სლოვაკეთში „პოჰრონიემ“ დავით სხირტლაძის გოლით გაიმარჯვა #1TVSPORT
სლოვაკეთის ჩემპიონატში ლუკა სილაგაძემ 68 წუთი ითამაშა „პოდბრეზოვაში“, რომელმაც შინ „რუჟომბეროკს“ 5:0 სძლია. თორნიკე ძოწენიძემ 90 წუთი ჩაატარა „მიხალოვცეში“, მისი გუნდი „სკალიცასთან“ 1:2 დაამარცხა.
„სლოვანმა“, სადაც გურამ კაშია თამაშობს, ბრატისლავაში გია ნადარეიშვილის „ტრენჩინი“ მიიღო და 0:2 დამარცხდა. ქართველ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ.
სლოვაკეთის რანგით მეორე ლიგის მესამეადგილოსან „პოჰრონიეში“ გადავიდა გამოცდილი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე, რომელიც ბოლოს „გარეჯში“ თამაშობდა. 32 წლის ფეხბურთელმა „ზვოლენთან“ პირველივე ამხანაგურ მატჩში გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა – 3:2.