ფეხბურთი | სლოვაკეთის ჩემპიონატში „ტრნავამ“ ლუკა ხორხელის გოლით მოიგო - კაშიას „სლოვანი“ პირველ ადგილზეა #1TVSPORT
ფეხბურთი | სლოვაკეთის ჩემპიონატში „ტრნავამ“ ლუკა ხორხელის გოლით მოიგო - კაშიას „სლოვანი“ პირველ ადგილზეა #1TVSPORT

სლოვაკეთის საფეხბურთო ლიგის საჩემპიონო ჯგუფის პირველ ტურში ლუკა ხორხელის მიერ გატანილი ბურთით ტრნავის „სპარტაკმა“ გასვლაზე „ჟილინა“ 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.

ხორხელის გარდა, „სპარტაკის“ ძირითად შემადგენლობაში გიორგი მოისწრაფიშვილმა ითამაშა, ხოლო მასპინძელთა შორის – სანდრო ნარიმანიძემ. ხორხელმა თავი მე-4 წუთზე გამოიჩინა და „სპარტაკის“ შემადგენლობაში საუკეთესო შეფასება – 7.8 ქულა მიიღო.

თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცე“ შინ გურამ კაშიას ბრატისლავისსლოვანთან“ 1:3 დამარცხდა. ორივე ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი ითამაშა. ძოწენიძემ 7.3 ქულა მიიღო, ხოლო კაშიამ – 7.5.

გასავარდნ ჯგუფში „კოშიცემ“ გიორგი ნადარეიშვილის „ტრენჩინს“ 2:0 სძლია. „გაგრის“ ყოფილი ნახევარმცველი მოედანზე 69-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

სლოვაკეთის ჩემპიონატს 49 ქულით „სლოვანი“ ლიდერობს, შემდეგ მოდიან ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედა“ (43), „ჟილინა“ (40) და „სპარტაკი“ (40), ხოლო „მიხალოვცე“ (29) მე-6 ადგილზეა.