ფეხბურთი | „სკაი სპორტსის“ ინფორმაციით, „ალავესთან“ წარუმატებლობის შემთხვევაში, მადრიდის „რეალი“ ხაბი ალონსოს გაათავისუფლებს #1TVSPORT
14 დეკემბერს ლა ლიგის ეგიდით ჩასატარებელ შეხვედრაში თუ მადრიდის „რეალი“ „ალავესს“ ვერ დაამარცხებს, კლუბის ხელმძღვანელები მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხაბი ალონსოს გაათავისუფლებენ, – ინფორმაციას „სკაი სპორტსის“ ჟურნალისტი პატრიკ ბერგერი ავრცელებს.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ „რეალი“ ესპანელ სპეციალისტს „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხის შემთხვევაში გაუშვებდა, თუმცა, წაგების მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელობამ მას კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცა.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში „სამეფო კლუბი“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბარსელონას“ ოთხი ქულით ჩამორჩება.