ფეხბურთი | შვედეთიდან ლიეტუვაში – საბა მამაცაშვილი „ჟალგირისმა“ წარადგინა #1TVSPORT
საბა მამაცაშვილი კარიერას ვილნიუსის „ჟალგირისში“ გააგრძელებს – ინფორმაციას ლიტუვური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„საბა მამაცაშვილი ჩცენი გუნდის წევრი გახდა. 23 წლის ქართველი ფეხბურთელი კლუბს იჯარით შეუერთდა. მარცხენა მცველი ადრე თბილისის „იბერია 1999-სა“ და „გაგრაში“ თამაშობდა. მოგვიანებით ის შვედეთში გადავიდა, სადაც უმაღლესი ლიგის კლუბ „სირიუსს“ შეუერთდა, რომელიც ამჟამადაც მისი ტრანსფერის მფლობელია“, – წერია „ჟალგირისის“ გავრცელებულ ცნობაში.
გასულ სეზონში მამაცაშვილი შვედეთის მეორე დივიზიონის „კალმარში“ თამაშობდა. ამ გუნდთან ერთად მცველი უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდა. „კალმარში“ თამაშის დროს მან 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ახლო წარსულში საბა მამაცაშვილი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა.
მან „სირიუსთან“ კონტრაქტი 2024 წლის აგვისტოში გააფორმა და შვედურ კლუბს მისი სატრანსფერო უფლებები 2029 წლამდე ეკუთვნის.