ფეხბურთი | „შტურმში“ კიტეიშვილისა და მამაგეიშვილის ახალი მწვრთნელი ფაბიო ინგოლიჩი გახდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმს“ ახალი წლიდან 33 წლის სპეციალისტი ფაბიო ინგოლიჩი გაწვრთნის.
ინგოლიჩი გრაცის „შტურმის“ ახალ მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დანიშნა. ავსტრიელი სპეციალისტი გრაცში „ალტახიდან“ გადავიდა, გუნდთან მუშაობას კი 2 იანვრიდან შეუდგება. ინგოლიჩი მანამდე „ციურიხისა“ და „ლიფერინგის“ 21-წლამდელთა გუნდებს წვრთნიდა.
გრაცის კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის პირველი ნახევრის შედეგებით, როგორც ავსტრიის ბუნდესლიგაში, ასევე ევროტურნირზე, უკმაყოფილო იყო და იურგენ ზეუმელი გაათავისუფლა. ინგოლიჩზე არჩევანი იმიტომ გაკეთდა, რომ „ალტახი“ ბუნდესლიგიდან გავარდნას გადაარჩინა.
ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით „შტურმი“ იანვარში ევროპა ლიგაზე რობინ ვან პერსის გაწვრთნილ „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდება, ავსტრისი ბუნდესლიგაში კი ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება.