ფეხბურთი | შოთა ნონიკაშვილი უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
უკრაინულმა გამოცემამ, Football24-მა ინტერვიუ ჩამოართვა „ჩერკასის“ ნახევარმცველს, შოთა ნონიკაშვილს, რომელიც პრემიერლიგის ოფიციალურმა გვერდმა მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
25 წლის ქართველი ლეგიონერი რივნეს „ვერესთან“ მოგებულ (3:0) შეხვედრაში მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.
„ძალიან მიხარია, რომ გუნდის დახმარება შევძელი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოვიგეთ და კარგად ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, საგოლე გადაცემები კარგია, მაგრამ მთავარი სამი ქულის მოპოვებაა.
ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იღებს და მის აზრს პატივს ვცემ. ჩემი საქმეა, მზად ვიყო და როცა შანსი მომეცემა, გუნდს დავეხმარო. ვცდილობდი, მოედანზე გუნდისთვის სარგებელი მომეტენა“, – განაცხადა ნონიკაშვილმა.