ფეხბურთი | სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ მადრიდის „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა #1TVSPORT
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში, ლა ლიგაში 2025/2026 წლის სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ გაიმართა. მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონა“ 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში კილიან მბაპემ 22-ე წუთზე გახსნა და მადრიდის „რეალი“ დააწინაურა. ეს გოლი ფრანგი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონში მე-11 იყო, ის ლა ლიგის ბომბარდირთა სიის სათავეშია.
„ბარსელონამ“ წონასწორობა 38-ე წუთზე აღადგინა. მარკუს რაშფორდის გადაცემით ფერმინ ლოპესმა ისარგებლა. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში პირველივე ტაიმში დაფიქსირდა – ვინისიუს ჟუნიორის აქტიურობას ედერ მილიტაოს გადაცემა მოჰყვა, ხოლო კომბინაცია გოლით „რეალის“ ინგლისელმა ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა დააგვირგვინა – 2:1.
აღსანიშნავია, რომ ესპანური და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარ დაპირისპირებაში „ბარსელონას“ ბოლო ოთხი შეხვედრა ჰქონდა მოგებული.
ლა ლიგაში გამართული 10 ტურის შემდეგ მადრიდის „რეალს“ 27 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო „ბარსელონა“ 22 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. მათ შემდეგ მოდის „ვილიარეალი“ 20 ქულით.