ფეხბურთი | სერხიო რამოსმა „მილანს“ საკუთარი თავი შესთავაზა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ლეგენდას, სერხიო რამოსს კარიერის გაგრძელება „მილანში“ სურს.
რამდენიმე იტალიური გამოცემის ინფორმაციით, მექსიკური „მონტერეის“ 39 წლის მცველმა თავისი სამსახური შესთავაზა „როსონერის“.
რამოსის კონტრაქტი „მონტერეისთან“ 2025 წლის ბოლომდეა ძალაში და ესპანელი არ აპირებს მექსიკაში დარჩენას.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის „მილანში“ თამაშობს „რეალში“ რამოსის ყოფილი პარტნიორი, 40 წლის ლუკა მოდრიჩი.