ფეხბურთი | სერია A-ს მატჩი „მილანის“ მონაწილეობით თებერვალში ავსტრალიაში გაიმართება #1TVSPORT
ფეხბურთი | სერია A-ს მატჩი „მილანის“ მონაწილეობით თებერვალში ავსტრალიაში გაიმართება #1TVSPORT

სერია A-ს პრეზიდენტმა ეციო მარია სიმონელიმ დაადასტურა, რომ იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩი „მილანსა“ და „კომოს“ შორის ავსტრალიაში გაიმართება.

„შეხვედრას 8 თებერვალს ქალაქი პერტი უმასპინძლებს, როგორც თავდაპირველად იგეგმებოდა. მქონდა შეხვედრა დოჰაში ფიფას პრეზიდენტთან ინფანტინოსთან. როგორც ყოველთვის, ეს იყო თბილი საუბარი. გვაქვს ეჭვები გარკვეულ შემოთავაზებულ პირობებზე, მაგალითად, თხოვნა იმის შესახებ, რომ ვანდოთ ეს თამაში არბიტრებს აზიის ფედერაციიდან, რადგან ჩვენ იტალიელ მსაჯებს ვენდობით.

მაგრამ ფიფას სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა პიერლუიჯი კოლინამ დაგვარწმუნა აზიელი მსაჯების კვალიფიკაციაში და დაგვისახელა რამდენიმე პროფესიონალი, რომლებსაც შეუძლიათ ამ მატჩზე იმუშაონ“, – განაცხადა Sport Mediaset-სთვის ინტერვიუში სიმონელიმ.