ფეხბურთი | საუდის არაბეთის კლუბმა სალაჰს კვირაში 2.5 მილიონი ფუნტი შესთავაზა #1TVSPORT
ფეხბურთი | საუდის არაბეთის კლუბმა სალაჰს კვირაში 2.5 მილიონი ფუნტი შესთავაზა #1TVSPORT

საუდის არაბეთის კლუბმა, რომლის სახელიც არ კონკრეტდება, „ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების ფორვარდს, მოჰამედ სალაჰს შესთავაზა ხელფასი კვირაში 2.5 მილიონი ფუნტის (წელიწადში 120 მილიონი ფუნტი) ოდენობით. ამის შესახებ წერს გამოცემა Indykaila News-ი.

შეგახსენებთ, რომ სალაჰს კონფლიქტი აქვს „ლივერპულის“ ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელთან, არნე სლოტთან, რის გამოც ის ჩემპიონთა ლიგის მატჩის განაცხადიდან გამოიყვანეს.

33 წლის ეგვიპტელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.