ფეხბურთი | საქართველოსა და მოლდოვის ქალთა ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოსა და მოლდოვის ქალთა ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მოლდოვასთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

თამაშის მანძილზე გოლის გატანის გარკვეული შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიშის გახსნა ვერცერთმა მოახერხა.

საქართველო და მოლდოვა კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას 27 ოქტომბერს ჩაატარებენ. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების განაცხადი ოქტომბრის ამხანაგური მატჩებისთვის:

მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო, თბილისი), თეონა სუხაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ეკა თაბაგარი (ელიტა, თბილისი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), სოფიკო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანი აკობიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნათია დანელია (ნიკე-ლუსო, თბილისი), მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნათია ჯოჯუა (ნიკე-ლუსო, თბილისი), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)