ფეხბურთი | საქართველოსა და გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 18 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გერმანელ თანატოლებს უმასპინძლებს – თამაში 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 5 ქულით მეოთხე ადგილზეა, მის დღევანდელ მეტოქეს კი 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ცხრა ჯგუფის გამარჯვებული და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი პირდაპირ მოიპოვებს, 8 მეორეადგილოსანი კი პლეი ოფში კიდევ ოთხი საგზურის მფლობელს გამოავლენს, მათ ორი მასპინძელი – სერბეთი და ალბანეთი დაემატება.
რამაზ სვანაძე (21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
„გერმანიის ნაკრებს ვეთამაშებით – ევროპაში ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს და განწყობაც შესაბამისია. საბერძნეთთან წაგების შემდეგ ყველა გულდაწყვეტილი ვიყავით, მაგრამ ვფიქრობ, დავივიწყეთ ყველაფერი.
ვიცით, რომ გერმანიასთან ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ადრეც ვყოფილვართ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ჩვენზე გაცილებით სტატუსიან მოწინააღმდეგეს ვეთამაშებოდით, ამიტომ ვეცდებით, რომ ერთსულოვნებითა და თამაშისადმი ჩვენი მიდგომით ის შედეგი მივიღოთ, რაც ყველას დაგვაკმაყოფილებს“.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ოთარ ჩოჩია (გაგრა), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გიორგი ხარებავა (კოლხეთი ფოთი 1913), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე ტყიბული).
მსაჯი
საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების მატჩს სომეხ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარ მსაჯს, აშოტ გალტახჩიანს არტურ გდლიანი და ხაჩატურ ჰოვანესიანი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი კი ზავენ ჰოვანესიანი იქნება.