ფეხბურთი | საქართველოს თასის ფინალში თბილისის „იბერია“ და გორის „დილა“ ითამაშებენ #1TVSPORT

21:15, 31.10.2025

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალში თბილისის „იბერიამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.

თბილესებემა პირველი ტაიმი მინიმალური უპირატესობით, 1:0 მოიგეს, გოლი თორნიკე ახვლედიანმა გაიტანა.

მასპინძლებმა გადამწყვეტი უირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვეს, ბათუმელებს კიდევ ოთხი გოლი გაუტანეს (საპასუხოდ ერთი მიიღეს) და ფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს, სადაც მათი მეტოქე გორის „დილა“ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში „სამტრედია“ დამატებით დროში 2:0 დაამარცხა.


იბერია – დინამო (ბთ) 5:1


გოლები: 1:0 ახვლედიანი (9), 2:0 დადიანი (54), 3:0 ძაგანია (73), 4:0 ძაგანია (81), 4:1 წულუკიძე (89). 5:1 სილაგაძე (90+3)

იბერია: მაკარიძე, ჯგერენაია, ჯინჯოლავა (78. ქობულაძე), დადიანი (64. ხორხელი), ალთუნაშვილი (78. კლასი), ქარდავა, სილაგაძე, მამაგეიშვილი (85. გეგუჩაძე), ზოჰოური,აგიაკვა, ახვლედიანი (64. ძაგანია).

დინამო (ბთ): თურმანიძე, მილჩენკო (72. ქაფიანიძე), მანდრიჩენკო (64. ხოზრევანიძე), ფოფანა (56. ფუტკარაძე), მარა, კალანდარიშვილი (56. ლაკვეხელიანი), წულუკიძე, კობახიძე, უაჰაბი, ჩიტეიშვილი (64, აბუსელიძე), ჯაფარიძე.

გაფრთხილება: დადიანი (33), წულუკიძე (59). ნ. ხორხელი (66)უაჰაბი (75). გეგუჩაძე (90).

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი.

მსგავსი