ფეხბურთი | საქართველოს თასის ფინალი 10 დეკემბერს თბილისში „პეტრო არენაზე“ გაიმართება #1TVSPORT
გაირკვა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩის გამართვის დრო და ადგილი – შეხვედრა 10 დეკემბერს თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ტიტულისთვის ერთმანეთს თბილისის „იბერია“ და გორის „დილა“ შეხვდებიან – მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.