ირის ანტმანმა საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მოთამაშეები შეკრიბა და 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 31 იანვრამდე დაგეგმილ საწვრთნელ შეკრებაზე 24 ფეხბურთელი გამოიძახა. ირის ანტმანის გუნდი C ლიგის მეოთხე ჯგუფში პირველ მატჩს 3 მარტს საბერძნეთთან გასვლაზე გამართავს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ლიკა ცუხურკაიძე (კვარტალი), ეკა თაბაგარი.
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნატა კვირკვაია (ელიტა, თბილისი), სოფიკო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), ანი აკობიძე (ნიკე-ლუსო,თბილისი), ნათელა წოწერია (ბათუმი).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), მარიამ ცისკარიშვილი (კვარტალი, თბილისი), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი), ნათია ჯოჯუა (დინამო სოხუმი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), ანანო წიქარიძე.