ფეხბურთი | საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა – გუნდი სრული შემადგენლობით 11 ნოემბერს შეიკრიბება #1TVSPORT

22:43, 10.11.2025

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

10 ნოემბერს „ჯვაროსნებმა“ პირველი ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარეს. საწვრთნელ პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა: დავით კერესელიძე, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნოდარ ლომინაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გულიაშვილი, გიორგი კვერნაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია. საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით 11 ნოემბერს შეიკრიბება.

წლის ბოლო საშინაო მატჩს „ჯვაროსნები“ 15 ნოემბერს „დინამო არენაზე“ ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ (21:00), 18 ნოემბერს კი ნაკრები ბულგარეთს სოფიაში ესტუმრება (23:45).

ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკ-ი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“, გორი);

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი);

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი“, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი („მეცი“, საფრანგეთი), იური ტაბატაძე („კადისი“, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია („პარი სენ-ჟერმენი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია („არის ლიმასოლი“, კვიპროსი).

მსგავსი