ფეხბურთი | საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს -„უოტფორდის“ მოთამაშეებს არ უვარჯიშიათ #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, რომელიც ისრაელთან ამხანაგური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს, „მიხეილ მესხი 2“-ზე ივარჯიშა.
საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ჩაკვეტაძესა და საბა გოგლიჩიძეს გუნდთან ერთად კვლავ არ უვარჯიშიათ.
წლის პირველ მატჩს „ჯვაროსნებს“ კაპიტნის სამკლავურით ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანს, პირველი ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იქნება, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი – ოთარ კაკაბაძე.
„პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი საქართველოს ნაკრების კაპიტანი დღემდე სამჯერ იყო – 2025 წელს ესპანეთსა და თურქეთთან სტუმრად, ხოლო ბულგარეთის ნაკრებთან თბილისში გამართულ შეხვედრებში.
საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 26 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.