ფეხბურთი | საქართველოს მედიანაკრები მოლდოვაში ევროპის თასზე ითამაშებს #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს მედიანაკრები მოლდოვაში ევროპის თასზე ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს მედიანაკრები მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც ევროპის მედია თასის მოგებას შეეცდება.

მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ტურნირი 10 მაისს, დილის 11:00 საათიდან დაიწყება. ჩვენი გუნდი ამ ქვეყანაში მესამედ იმყოფება. პირველად ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, მეორედ – ვიცე-ჩემპიონი გახდა, ახლა კი ქართველი ჟურნალისტები ოქროს მედლების მოპოვებას იმედოვნებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მედიანაკრები კიშინეუში ჩემპიონის სტატუსით ჩადის. ბოლო საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ბათუმში 2025 წლის შემოდგომაზე გაიმართა, სწორედ ჩვენმა გუნდმა მოიგო. ამ ნაკრების წევრები პირველი არხის წარმომადგენლებიც არიან.

„მოლდოვაში მცხოვრებო ქართველებო, გელოდებით, არ შეგარცხვენთ“, – ასე მიმართეს გუნდის წევრებმა მოლდოვაში მცხოვრებ ემიგრანტებს და მოუწოდეს, კიშინეუს ORANGE ARENA-ზე მათ მხარი დაუჭირონ.