ფეხბურთი | საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ“ თურქულ შეკრებაზე უკრაინულ გუნდთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ“ თურქულ შეკრებაზე უკრაინულ გუნდთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT

თურქული შეკრების მეორე მატჩში საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ უკრაინულ რივნესვერესს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა 2:2 დაასრულა.

ანგარიში 21-ე წუთზე უკრაინული გუნდის ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი კუციამ გახსნა, მეორედ კი თავი სერჰი სტენმა გამოიჩინა.

საქართველოს ჩემპიონოს შემადგენლობაში დუბლი პაატა ღუდუშაურმა შეასრულა, ხოლო საგოლე გადაცემები ზვიად ნაჭყებიამ და ანდრია ბართიშვილმა მიითვალეს.

ვერესი“ – „იბერია“ 2:2

1:0 კუცია (21), 1:1 ღუდუშაური (34), 2:1 სტენი (44), 2:2 ღუდუშაური (45).

იბერია“ პირველ ტაიმში: მეგრელიშვილი, ქობულაძე, ჯგერენაია, ამისულაშვილი, გოგსაძე, დადიანი, ქარდავა, ბართიშვილი, ნაჭყებია, ღუდუშაური, ძაგანია.

მეორე ტაიმში: კურტანიძე, ჯინჯოლავა, გიუნაშვილი, ბოჭორიშვილი, ცხოვრებაშვილი, ბიძინაშვილი, გოშთელიანი, ქვარცხავა, ბაბუნაძე, ხაჩიძე, გოგილაშვილი, ახვლედიანი.