ფეხბურთი | საქართველოს ჩემპიონმა, „იბერიამ“ ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონმა, „იბერიამ“ ახალი ფეხბურთელები ოფიციალურად წარადგინა. კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ხეჩიკაშვილმა გუნდის მაისურები ანდრია ბართიშვილსა და პაატა ღუდუშაურს გადასცა.
ანდრია ბართიშვილი ბოლოს ფოთის „კოლხეთის“ ღირსებას იცავდა და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად ითვლება. 16 წლის შემტევი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების მოქმედი წევრია.
რაც შეეხება პაატა ღუდუშაურს, ის გასულ სეზონში ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, სადაც 33 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ღუდუშაური გამოცდილი ფეხბურთელია და ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო ფლანგის შემტევად მიიჩნევა.
კლუბის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, „იბერია“ ამ ეტაპზე 4-5 ლეგიონერის დამატებაზე მუშაობს, რომლებიც გუნდს არა მხოლოდ ეროვნულ ლიგაში, არამედ ევროტურნირებზეც დაეხმარებიან.