ფეხბურთი | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები საერთაშორისი ტურნირებში ითამაშებენ #1TVSPORT

13:22, 02.04.2026

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები (მწვრთნელი გიორგი ჩიტაური) ბულგარეთში მიემგზავრება და უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს, სადაც მასპინძელი ბულგარეთის, სამხრეთ აფრიკისა და კოსოვოს თანატოლთა ნაკრებებს დაუპირისპირდება.

4 აპრილი, 14:00 | სამხრეთ აფრიკა – საქართველო

6 აპრილი, 17:00 | ბულგარეთი – საქართველო

8 აპრილი, 14:00 | კოსოვო – საქართველო

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ოთარ გურიელი („დინამო თბილისი“), შოთა მეტონიძე („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკოლოზ თარაშვილი („ინტერის აკადემია“).

მცველები: ანდრია ფოცხვერია („ინტერის აკადემია“), ნიკოლოზ თომაევი („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ კობზონაძე („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ უღრელიძე („იბერია 1999“), ალექსანდრე ხარაზი („ინტერის აკადემია“), დაჩი დგებუაძე („ინტერის აკადემია“), რობი ფერიაშვილი („გლდანი“), დემეტრე ჩხარტიშვილი („ინტერის აკადემია“).

ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი („ინტერის აკადემია“), დავით მაჭარაშვილი („დინამო თბილისი“), ანდრია ოჩიგავა („დინამო თბილისი“), ერეკლე კაკულია („სელერო“), დემეტრე ქურასბედიანი („დინამო თბილისი“), ჯუმბერ დუმბაძე („პორტუსი“ ბათუმი), თორნიკე კვარაცხელია („დინამო თბილისი“), სანდრო  ბინიაშვილი („დინამო თბილისი“), გიორგი ანდღულაძე („ინტერის აკადემია“), ნიკოლოზ კოღუაშვილი („რეჯიანა“, იტალია).

თავდამსხმელები: ლევან ჭიკაიძე („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ სახვაძე („დინამო თბილისი“).

ეს გუნდი შემოდგომაზე, 17-წლამდელთა ნაკრების ეგიდით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქეები ყაზახეთისა და ავსტრიის ნაკრებები იქნებიან. შესარჩევი ციკლის მატჩებს 11-17 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (მწვრთნელი სანდრო კობახიძე) კი შესარჩევი ციკლის B ლიგის სარეიტინგო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც უელსს, სან მარინოსა და ანდორას შეხვდება – მატჩებს 10-16 აპრილს სან მარინო უმასპინძლებს.

ნაკრები მზადებას ორი აპრილიდან დაიწყებს. გუნდს 8 აპრილს ანდრია ფოცხვერია და თორნიკე კვარაცხელია დაემატებიან – ისინი 16-წლამდელთა ნაკრებთან ერთად უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებენ.

სან მარინოში მიღწეული შედეგი გავლენას იქონიებს 19-წლამდელთა სარეიტინგო მდგომარეობასა და მომდევნო შესარჩევი ეტაპის წილისყრაზე.

10 აპრილი, „ეციო კონტი“

13:00 სან მარინო – საქართველო

13 აპრილი, „აკვავივა სთედიუმი

13:00 | ანდორა – საქართველო

16 აპრილი, „აკვავივა სთედიუმი

13:00 | უელსი – საქართველო

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მათე ჭელიძე („დინამო თბილისი“), საბა ცარციძე („კოლხეთი“, ფოთი).

მცველები: ლუკა შარიქაძე („დინამო თბილისი“), ლევან კალაძე („სამტრედია“), საბა კილაძე  („იბერია 1999“), ნიკოლოზ ფოცხვერია („დინამო თბილისი“), ალიკა გეთიაშვილი („დინამო ბათუმი“), საბა ხუციშვილი („ინტერის აკადემია“), ანდრია ფოცხვერია („ინტერის აკადემია“), ანზორ ცირამუა („დინამო თბილისი“).

ნახევარმცველები: გიორგი გერგედავა („ტორპედო“, ქუთაისი), საბა შარვაშიძე („დინამო თბილისი“), საბა ავდოევი („იბერია 1999“), გიორგი ლაგვილავა („ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი ჯამარაული („მეშახტე“ ტყიბული), რეზი გაზდელიანი („სიონი“, ბოლნისი), თორნიკე კვარაცხელია („დინამო თბილისი“), ანდრია ლოლუა („დინამო თბილისი“).

თავდამსხმელები: არი დემირი („ნიურნბერგი“, გერმანია) სანდრო კუნჭულია („იბერია 1999“), სანდრო მიქაუტაძე („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ ხატოიანი („ტორპედო“, ქუთაისი), გაბრიელ თაკვარელია  („ტორპედო“, ქუთაისი), ედვინ მხოიანი („ინტერის აკადემია“).

მსგავსი