ფეხბურთი | საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ევრო 2027-ის შესარჩევ ჯგუფში მალტას უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.
ანგარიში მე-2 წუთზე სტუმართა მცველმა მატიას ელულიმ გახსნა, მაგრამ ამის შემდეგ თამაში მოსალოდნელი სცენარით განვითარდა და რამაზ სვანაძის გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.
მე-9 წუთზე ლუკა წულუკიძემ წონასწორობა აღადგინა, 21-ე წუთზე გაბრიელ სიგუამ ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ დააწინაურა, ხოლო 42-ე წუთზე ცენტრალურმა მცველმა, სანდრო ნარიმანიძემ შორიდან ეფექტური დარტყმით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
მეორე ტაიმიც ქართველი ფეხბურთლების უპირატესობით წარიმართა, 78-ე წუთზე გაბრიელ სიგუამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანარიში დააფიქსირა – 4:1.
ევრო 2027-ის შესარჩევ ციკლში გამართული 7 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და მესამეადგილოსან ჩრდილოეთ ირლანდიას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, ჯგუფის ლიდერები კი საბერძნეთი (18) და გერმანია (15) არიან.
სატურნირო მდგომარეობა:
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | ||
| 1 | გერმანია | 7 | 6 | 0 | 0 | 22-4 | 18 |
| 2 | საბერძნეთი | 7 | 6 | 0 | 1 | 21-4 | 18 |
| 3 | ჩრ. ირლანდია | 7 | 3 | 1 | 3 | 8-11 | 10 |
| 4 | საქართველო | 7 | 2 | 3 | 2 | 12-9 | 9 |
| 5 | ლატვია | 7 | 1 | 2 | 4 | 4-12 | 5 |
| 6 | მალტა | 7 | 0 | 0 | 7 | 1-28 | 0 |