ფეხბურთი | საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხე მატჩი გამართა #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხე ტურის მატჩი ათენში საბერძნეთის ნაკრებთან გამართა და 0:3 დამარცხდა.
პირველი ტაიმის ბოლოს ბერძნებმა ორი გოლის გატანა შეძლეს – 44-ე წუთზე ციმასმა პენალტით ანგარიში გახსნა, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი კალეგოროპულოსმა მეორე გოლი გაიტანა და შევენებაზე მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.
75-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ პენალტი ვერ გამოიყენა, ბერძნებმა კი მესამე ბურთიც გაიტანეს და სამი ქულა მოიპოვეს.
საბერძნეთი (U21) – საქართველო (U21) 3:0
გოლები: 1:0 ციმასი (44-პენ). 2:0 კალეგოროპულოსი (45+1). 3:0 კარამიტისი (79).
გამოუყენებელი პენალტი: წულუკიძე (75).
საბერძნეთი: ბოტისი, კოცოგულასი, კალოგეროპულოსი (58. კატრისი), ალექსიუ, ალენი, კოლოსკამისი, კონტურისი (65. კერამიცისი), გუმასი (80. ბრეგუ), პნევმონიდისი (58. პაპაკანელოსი), ციმასი (65. კუციასი), სმირლისი.
სათადარიგოები: მონასტირლისი, ფილონი, ნიკოლაუ, რალისი
საქართველო: ბერუაშვილი, გვასალია (72. წულუკიძე), ლაცაბიძე (83. გიუნაშვილი), ბუკია, ხარებაშვილი, დადიანი, ლორთქიფანიძე (72. ქარსელაძე), ტაბატაძე (58. პარკაძე), ჯაფარიძე, ბასილაძე, გოცირიძე (46. დეისაძე).
სათადარიგოები: მაქაცარია, ხარებავა, ღურწკაია, ბერელიძე.
გაფრთხილება: გვასალია (8). სმირლისი (16). კონტურისი (26). გოცირიძე (37).
არბიტრი: ვ. კოპიევსკი
ოთხი ტურის შემდეგ, 12 ქულით საბერძნეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია, საქართველოს ნაკრები 5 ქულით მეოთხე ადგილზეა.
მომდევნო მატჩს უმცროსი „ჯვაროსნები“ 18 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებთან გამართავენ – შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.