ფეხბურთი | საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები – გერმანიამ საბერძნეთი დაამარცხა და პირველ ადგილზე გადავიდა, ჩრდილოეთ ირლანდიამ ლატვიას სძლია #1TVSPORT
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, ორი მატჩი გაიმართა.
ტურის ცენტრალური შეხვედრა ათენში შედგა. საბერძნეთმა პირველ ტურში გერმანია სტუმრად 3:2 დაამარცხა. ამჯერად ეს გუნდები ათენში შეხვდნენ ერთმანეთს. ელ მალასა (მე-11 წუთი) და კადეს (73) გოლებით გერმანელებმა 2:0 მოიგეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდნენ.
ჩრდილოეთ ირლანდია რიგაში ლატვიას ესტუმრა და 3:1 მოიგო.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2027-ის შესარჩევი ციკლის დარჩენილ სამ მატჩს შემოდგომაზე გამართავს: 26 სექტემბერს საბერძნეთს უმასპინძლებს, პირველ ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება, ხოლო 6 ოქტომბერს – გერმანიას.
სატურნირო მდგომარეობა:
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | ||
| 1 | გერმანია | 7 | 6 | 0 | 0 | 22-4 | 18 |
| 2 | საბერძნეთი | 7 | 6 | 0 | 1 | 21-4 | 18 |
| 3 | ჩრ. ირლანდია | 7 | 3 | 1 | 3 | 8-11 | 10 |
| 4 | საქართველო | 7 | 2 | 3 | 2 | 12-9 | 9 |
| 5 | ლატვია | 7 | 1 | 2 | 4 | 4-12 | 5 |
| 6 | მალტა | 7 | 0 | 0 | 7 | 1-28 | 0 |