ფეხბურთი | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელ ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში ხორვატიას შეხვდა და 0:2 დამარცხდა.

ტურნირის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, 16:45 საათზე სერბეთის 19-წლამდელთა გუნდთან გამართავს, ჯგფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში კი 18 ნოემბერს, 14:30 საათზე გიბრალტარს დაუპირისპირდება.

ოთხგუნდიანი ჯგუფიდან ელიტრაუნდში თამაშს ორი გუნდი განაგრძობს. ხოლო მესამე პოზიციაზე გასულ ნაკრებს შანსი აქვს, შემდეგ ეტაპზე საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდის სტატუსით მოხვდეს.


საქართველო (U19)ხორვატია (U19)  0:1


 გოლები: 0:1 შიმიჩი (30). 0:2 ბაოკვიჩი (76).

საქართველო (U19): ყავლაშვილი, ბოჭორიშვილი, ამისულაშვილი, შათირიშვილი, ხუციშვილი, მურვანიძე (79. კუპრავა), დანელია (72. ნიორაძე), რატიანი (90. გოგილაშვილი), დიაკონიძე, ჩიქოვანი (72. ბართიშვილი), დოლტმურზიევი (72. ფერაძე).

სათადარიგოები: ჩოჩოშვილი, გოგოლი, გვაზავა, ძნელაძე.

ხორვატია (U19): რაიჩი, მიკიჩი (89. გოდეცი), მანდიჩი, ზებიჩი, პულიჩი, ზულფიჩი (59. ბაკოვიჩი), დურდოვი (81. ცელფი), სუბოტიჩი, შუტალო, ჩოვიჩი (81. ბრუნდიჩი), შიმიჩი (58. ბარიჩი).

სათადარიგო: კოსტოპეჩი, კნეჟევიჩი, ვრზიჩი, აშჩიჩი.

გაფრთხილება: ჩიქოვანი (20), დოლტმურზიევი (21), ზებიჩი (22), შიმიჩი, დურდოვი (29). ზულფიჩი (58). მიკიჩი (69). კუპრავა (83).

არბიტრი: მოჰამად ასლამი (ნორვეგია).