ფეხბურთი | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები თბილისში შესარჩევ ციკლს იწყებს #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები თბილისში შესარჩევ ციკლს იწყებს #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებს გამართავს. ჩვენი გუნდი პირველ მატჩში, 3 ივნისს, მონტენეგროს დაუპირისპირდება.

ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი სამრაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე (მესამე რაუნდში) ჯგუფებში გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე მონაწილედ მასპინძელი ქვეყნის ნაკრები დაემატება.

მატჩების განრიგი:

3 ივნისი, 19:00 | „დავით პეტრიაშვილი არენა“
საქართველო – მონტენეგრო

6 ივნისი, 19:00 | „დავით პეტრიაშვილი არენა“
ისლანდია – მონტენეგრო

9 ივნისი, 19:00 | „დავით პეტრიაშვილი არენა“
საქართველო – ისლანდია