ფეხბურთი | საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაასრულა #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და ტურნირზე გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა – 4:1.

შესარჩევის მეორე რაუნდში ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა B ლიგის მე-6 ჯგუფში სამი შეხვედრა გამართა. ჩეხეთთან 0:5 დამარცხდა, ხორვატიასთან – 0:4, თუმცა დასკვნითი მატჩი წარმატებით ჩაატარა.

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე აზერბაიჯანელმა ხანიმ ასადოვამ გახსნა. ამის შემდეგ უპირატესობა ქართველებმა მოიპოვეს და ლოლიტა კალოიანის (9), ნათია ჯოჯუას (25), ანანო წიქარიძის (83) და ანი დავითულიანის (90+4) გოლებით დამაჯერებლად გაიმარჯვეს.