ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი ისლანდიასთან გამართა და 1:5 დამარცხდა.

ისლანდიის ნაკრები თავიდანვე 2:0 დაწინაურდა, ხოლო საქართველოს ნაკრების მხრიდან შეხვედრაში ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე საბა ავდოევმა გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს ისლანდიამ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა, ხოლო მეორე ნახევარში საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპს თბილისი მასპინძლობს. საქართველოსა და ისლანდიის გარდა ჯგუფში საბერძნეთის ნაკრებიცაა. სამგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე საუკეთესო შედეგის მქონე ორი ნაკრები გავა.

მომდევნო მატჩს ქართველი ფეხბურთელები ბერძენ თანატოლებთან 30 ოქტომბერს ჩაატარებენ. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.