ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის თანატოლთა გუნდს უმასპინძლა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

სანდრო კობახიძის გაწვრთნილმა გუნდმა სფფ-ის რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე გამართულ დაპირისპირებაში ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა. ტრავმის გამო გუნდს „ნიურნბერგის“ წევრი არი დემირი გამოაკლდა.

ამ გუნდებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი 26 თებერვალს, 17:00 საათზე დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე შედგება.

17-წლამდელთა ნაკრები (2009 წელს დაბადებულები) გაზაფხულზე შესარჩევი ციკლის სარეიტინგო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც უელსს (10 აპრილი), სან მარინოს (13 აპრილი) და ანდორას (16 აპრილი) შეხვდება. მატჩებს 10-16 აპრილს სან მარინო უმასპინძლებს.

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია 0:0

საქართველო: ჭელიძე, შარიქაძე, ცქვიტაია, კილაძე, გოგიჩაიშვილი, კუნჭულია, შარვაშიძე, გორგაძე, გაზდელიანი, ავდოევი, მიქაუტაძე;

შეცვლაზე შევიდნენ: გერგედავა, ჯამარაული, ხატოიანი, კნოევი.