ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 24 თებერვალს შეხვედრა რუსთავის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე გაიმართება, ხოლო 26 თებერვალს – სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე კობახიძემ ამ შეხვედრებისთვის ორი ლეგიონერი გერმანიიდან გამოიძახა – „ოსნაბრუკიდან“ ლუკა კნოევი და „ნიურნბერგიდანდემირ არი.

მატჩები 17:00 საათზე დაიწყება.

U17 | საქართელოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გივი წიკლაური („ლოკომოტივი“, თბილისი), მათე ჭელიძე („დინამო თბილისი“), საბა ცარციძე („კოლხეთი“, ფოთი).

მცველები: ლუკა შარიქაძე („დინამო თბილისი“), იოანე გოგიჩაიშვილი („დინამო თბილისი“), საბა კილაძე („იბერია 1999“), დავით ცქვიტაია („დინამო თბილისი“), ალიკა გეთიაშვილი („დინამო თბილისი“), საბა ხუციშვილი („ინტერის აკადემია“), ანდრია ლოლუა („დინამო თბილისი“), ანზორ ცირამუა („დინამო თბილისი“).

ნახევარმცველები: გიორგი გერგედავა („ტორპედო“, ქუთაისი), საბა შარვაშიძე („დინამო თბილისი“), საბა ავდოევი („იბერია 1999“), გიორგი ლაგვილვა („ტორპედო“, ქუთაისი), ლუკა კნოევი („ოსნაბრუკი“, გერმანია), რეზი გაზდელიანი („სიონი“, ბოლნისი), ბექა ბარამიძე („დინამო“, ბათუმი), გიორგი ჯამარაული („მეშახტე“, ტყიბული).

თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე („დინამო თბილისი“), ედვინ მხოიანი („ინტერის აკადემია“), სანდრო კუნჭულია („იბერია 1999“), გიორგი გორგაძე („დინამო თბილისი“), დემირ არი („ნიურნბერგი“, გერმანია), ნიკოლოზ ხატოიანი („ტორპედო“ ქუთაისი).