ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა #1TVSPORT

22:25, 26.02.2026

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 2:1 გაიმარჯვა.

ეს სანდრო კობახიძის გუნდისთვის ბალკანელებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა იყო. პირველი მატჩი რუსთავში გაიმართა და უგოლოდ, 0:0 დასრულდა. ამჯერად შეხვედრას სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრმა უმასპინძლა და ქართველმა 17-წლამდელებმა უკეთესი თამაში აჩვენეს.

ანგარიში მე-15 წუთზე დავით ცქვიტაიამ გახსნა. მასპინძლების უპირატესობა 66-ე წუთზე რეზი გაზდელიანმა გაზარდა. ორი წუთის შემდეგ ჩრდილომაკედონიელებმა სხვაობა შეამცირეს – ბურთი საკუთარ კარში ანზორ ცირამუამ ჩაჭრა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (2009 წელს დაბადებული ფეხბურთელები) გაზაფხულზე, 10-16 აპრილს სან მარინოში, სარეიტინგო ტურნირში ითამაშებს. 10 აპრილს ქართველი ფეხბურთელები მასპინძლებს შეხვდებიან, 13 აპრილს – ანდორას, ხოლო 16 აპრილს – უელსს.

მსგავსი