ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლუქსემბურგთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლუქსემბურგთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო შეხვედრა ლუქსემბურგთან ჩაატარა და ფრედ დაასრულა – 0:0.

B ლიგის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა, ჩრდილოეთ ირლანდიასთან კი – 1:3.

დასკვნით შეხვედრაში ლავრენტი დავითაშვილის გუნდს ლუქსემბურგთან მოგების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ ისარგებლა. 28-ე წუთზე ანი დავითულიანის წაქცევისთვის ლუქსემბურგის ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან გუნდის კაპიტანი ელენე ბოლქვაძე მივიდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიამ მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიას 3:0 სძლია და პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებმა კი გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა.