ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლატვია დაამარცხა #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლატვია დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მიმდნარე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩი ლატვიის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.

ლატვიელებთან მატჩში ნინიკო ჩხეტიანმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი ლიზი კაკულიას ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ლატვიასთან: ბონდარევა, ბოლოთაშვილი, ვეკუა, ბოლქვაძე, კაკულია, გრიგალაშვილი, გასანოვა (69. გუტიკაშვილი), წიქარიძე, ბუჩუკური (58. ჯოჯუა), ჩხეტიანი, ბერიძე (82. ბერუაშვილი).

საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 ოქტომბერს, 14:00 საათზე ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.