ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანის გუნდს უმასპინძლა და ანგარიშით 6:0 დაამარცხა.
სფფ-ის დიდი დიღმის ტექნიკურ ცენტრში გამართულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა თავიდანვე მოიპოვეს სრული უპირატესობა და ორივე ტაიმში მეტოქეს სამ-სამი გოლი გაუტანეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანანო წიქარიძე გახდა – მან ჰეთთრიქი შეასრულა (20, 45, 60) და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. თითო გოლი ელენე ბოლქვაძემ (27) და თეკლა ბერიძემ (57) გაიტანეს, ერთი ბურთი აზერბაიჯანის ნაკრების ფეხბურთელმა, აიან აბდიევამ (47) საკუთარ კარში ჩაჭრა.
გუნდები ერთმანეთს მეორედ 9 თებერვალს დაუპირისპირდებიან. მეორე ამხანაგური მატჩიც სფფ-ის დიდი დიღმის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.