ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT

24-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ რაუნდში იასპარეზებს.

შესარჩევი ტურნირის მატჩები ყაზახეთში გაიმართება, B ლიგის მესამე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ყაზახეთის, ბოსნიისა და ლატვიის ნაკრებები იქნებიან

მოახლოებული მატჩებისთვის გოგონათა ნაკრები ტატა მატვეევას ხელმძღვანელობით სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: ელენე ბონდარევა („ნორჩები“), ანასტასია გოგელია („კოლხეთი“, ხობი)

დაცვა: ელენე ბოლქვაძე („ბათუმი“), ნინი ვეკუა („ნორჩები“), ნინო ნადარაია („კვარტალი“), ნინო დანელია („კოლხეთი“, ხობი), ანი გოდერიძე („მართვე“).

ნახევარდაცვა: მარიამ გასანოვა („კვარტალი“), ანა დოლიშვილი („ახალგორი“), ნინიკო ჩხეტიანი („რუსთავი“), ანასტასია ბუჩუკური („ნიკე-ლუსო“), ნატო გუტიკაშვილი („რუსთავი“), ანი დავითულიანი („სამეგრელო“), ლიზი კაკულია („დინამო სოხუმი“), მარიამ ჯოჯუა („ელიტა“).

თავდასხმა: თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო“), ანა გრიგალაშვილი („თეთრიწყარო“), ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი („ლევანტე“, ბადალონა), ბარბარე ბერუაშვილი („თეთრიწყარო„), ანანო წიქარიძე („ლანჩხუთი“).

მატჩების განრიგი:

24 ოქტომბერი, 14:00 | საქართველო – ყაზახეთი;

27 ოქტომბერი, 11:00 | საქართველო – ლატვია;

30 ოქტომბერი, 14:00 | ბოსნია – საქართველო.