ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე შეხვედრა ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართა და 1:3 დამარცხდა.

ანგარიში მეტოქემ მე-6 წუთზე ები სმითის დარტყმით გახსნა. მალე (19) გუნდის კაპიტანმა, ელენე ბოლქვაძემ ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

შესვენების შემდეგ (47) ემილი ლიქოკმა ჩვენი გუნდის კარი მეორედ აიღო, საბოლოო ანგარიში კი 73-ე წუთზე კვლავ ები სმითმა დააფიქსირა და დუბლი შეასრულა. პირველი ტაიმის მიწურულს მსაჯმა ჩრდილოეთირლანდიელი მოთამაშე მოედნიდან გააძევა.

საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 6 მარტს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.