ფეხბურთი | საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გამოვლინდნენ #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გამოვლინდნენ #1TVSPORT

უეფა-ს ოფისში, ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრაზე ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვა.

19-წლამდელების ნაკრები ივნისში ახალი ფორმატის შესარჩევ ციკლში ითამაშებს. ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილები სამგუნდიან ჯგუფში მონტენეგროსა და ისლანდიას დაუპირისპირდებიან. პირველი რაუნდის მატჩები 3-9 ივნისს საქართველოში გაიმართება.

ამ ასაკობრივ ჯგუფში საკვალიფიკაციო ეტაპი სამრაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში ჯგუფის გამარჯვებული შვიდი გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად მასპინძელი ქვეყანა დაემატება.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (მწვრთნელი ალექსანდრე კობახიძე) გაზაფხულზე სარეიტინგო ტურნირში ჩაერთვება და უელსს, სან-მარინოსა და ანდორას შეხვდება. მატჩებს 11-17 აპრილს სან მარინო უმასპინძლებს.

16-წლამდელთა ნაკრები (2010 წელს დაბადებულები), გიორგი ჩიტაურის ხელმძღვანელობით, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 2026 წლის შემოდგომაზე ჩაერთვებიან. ეს ნაკრები სამგუნდიან ჯგუფში ყაზახეთსა და ავსტრიას დაუპირისპირდება. შესარჩევი ციკლის მატჩებს 11-17 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს.

თუ 17-წლამდელების ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მომდევნო ფორმაციის 19-წლამდელთა ნაკრები შესარჩევი ციკლის პირველ რაუნდს A ლიგაში დაიწყებს.